საქართველოს მოქალაქემ ხარკოვში 2 ადამიანი დაჭრა

20 ნოემბერის საღამოს, ქალაქ ხარკოვის ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს მოქალაქემ 2 ადამიანი დაჭრა. ამის შესახებ განაცხადა ეროვნული პოლიციის ხარკოვის საოლქო სამმართველოს პრესსამსახურმა. “32 და 28 წლის მამაკაცებს დანის დარტყმის შედეგად მიღებული აქვთ სხვადასხვა სახის ჭრილობა…ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად არასტაბილურია”, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში. მასში აღნიშნულია, რომ დამნაშავემ სცადა მიმალვა, თუმცა პოლიციამ იგი რამდენიმე საათის შემდეგ მაინც იპოვა. დაკავებულია 34 წლის საქართველოს მოქალაქე, რომლის ვინაობა არ სახელდება. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დამნაშავეს ბრალად სიცოცხლის ხელყოფა ედება. მაქსიმალური სასჯელი ამ დანაშაულისთვის 15 წელს ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინის პრესკონფერენციას ქართველი ჟურნალისტებიც დაესწრებიან
შემდეგი სტატიაორმა ემიგრანტმა საბერძნეთში 63 წლის ქალი მოკლა