“საქართველოს მოქალაქეებისთვის მალე ვიზალიბერალიზაცია ხელმისაწვდომი იქნება“

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
მინისტრის თქმით, პროცედურები წინასწარ განსაზღვრული და
წარმატებულად დასრულებული სამოქმედო გეგმის შესრულებით მიმდინარეობს. გაზრდილია ის განწყობები და მოლოდინები, რომლებიც მხარდაჭერილია ასევე ევროკომისიის მიერ, რომ დროულად ამოქმედდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია.
ბაქრაძის თქმით ეს არის გეგმა, რომელსაც აუცილებლად უნდა მივყვეთ – „რაც შეეხება დღეს ევროპის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებულ ან განსხვავებულ რეჟიმს რა თქმა უნდა არ ველოდებით. ეს არის ის გეგმა, რომელსაც ჩვენ მივყვებით და რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან მალე ვიზალიბერალიზაცია ხელმისაწვდომი იქნება“, – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: გიორგი ვაშაძის განცხადებაში გარკვეული სიმართლეა
შემდეგი სტატია“ეს თავიდან ბოლომდე ოლიგარქ ივანიშვილის თამაშია”- სააკაშვილი ვაშაძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა