საქართველოს მოქალაქეებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

kontroli2014 წელს დედა-შვილი მამედოვები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ბელორუსიდან რუსეთში არალეგალურად გადავიდნენ საცხოვრებლად. 2014 წლიდან 2016 წლის ჩათვლით ისინი ვორონეჟში ცხოვრობდნენ, სადაც  უშიშროების სამსახურის მიერ  მოხდა მათი დაკავება.
ბრალდების მხარის განცხადებით, 22 წლის გულჰანუმ მამედოვა და 20 წლის აიგიუნ მამედოვა “საქართველოში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ და უმუშევრობამ აიძულა არალეგალურად გადაელახათ საზღვარი”. მათ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით, რუსეთის ფედერაციის საზღვრის ნებართვის გარეშე გადაკვეთის გამო 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ -წერს  რუსული მედია.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი : სულხან მოლაშვილს ბევრი თანამოქალაქის ტვირთის ზიდვა მოუწია
შემდეგი სტატიაპოლონეთმა ნატო-რუსეთის პოლიტრიკის გადახედვა დააანონსა