საქართველოს მოქალაქეები აშშ-ში უვიზოდ მიმოსვლას იმსახურებენ – შალვა ნათელაშვილი

news
: news თებერვალი 25, 2016 13:16

საქართველოს მოქალაქეები აშშ-ში უვიზოდ მიმოსვლას იმსახურებენ – შალვა ნათელაშვილი

მნიშვნელოვანი

  • შეერთებულ შტატებში ვიზიტს ლეიბორისტების ლიდერი განაგრძობს. შალვა ნათელაშვილმა კონგრესმენებთან შეხვედრები გამართა და მშვიდობის ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა.

სხვა სტატიები

შეერთებულ შტატებში ვიზიტს ლეიბორისტების ლიდერი განაგრძობს. შალვა ნათელაშვილმა კონგრესმენებთან შეხვედრები გამართა და მშვიდობის ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მოლაპარაკებებს კაპიტოლიუმში დღესაც გამართავს და ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრები საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში.

განხილვის მთავარი თემა საქართველოში წინასაარჩევნო ვითარებაა. ლეიბორისტების ლიდერი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების ინიციატივით გამოდის. შალვა ნათელაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეები აშშ-ში უვიზოდ მიმოსვლას იმსახურებენ.

„მთავარი საკითხი, რომელიც დღეს დავსვი, გახლდათ იმ გეოპოლიტიკური ხაფანგის გარღვევა, რაშიც ქართველი ხალხი მოხვდა, ეს გახლდათ უვიზო რეჟიმის დაწესება არამარტო ევროკავშირთან, არამედ აშშ-სთან,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

news
: news თებერვალი 25, 2016 13:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics