ვარშავა – კიევი 17:25 წთ- სააკაშვილის მომხრეები აეროპორტის ბლოკირებას იწყებენ

ბოლო ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ დროისთვის გადაყვანილია ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში, თუმცა ოფიციალური უწყებები ამ ფაქტს არ ადასტურებენ.

სააკაშვილის მომხრეების ინფორმაციით, ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტიდან დაახლოებით ერთ საათში იგეგმება რეისი ვარშავის მიმართულებით, შესაბამისად ჩნდება ეჭვი რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სავარაუდოდ, სწორედ ამ რეისით დაატოვებინებენ უკრაინას.

მიუხედავად ამისა, სააკაშვილის მხარდამჭერების ნაწილი ჟულიანის აეროპორტისკენ მიემართება, შესაბამისად, საქართველოს ექსპრეზიდენტის ზუსტი ადგილსამყოფელი, ამ დრომდე, უცნობია.

უკრაინის სახელმწიფო რადას დეპუტატი, ბორის ტარასუკი აცხადებს, რომ მოვლენები ისე ვითარდება, როგორც თავად სააკაშვილი აღწერდა.

„არ ვიცი ზუსტად რა მოხდა, ამიტომ ვერ შევაფასებ. ზოგადად, გეტყვით, რომ ვითარება დასრულდება ისე, როგორც რამდენიმე დღის წინ თავად სააკაშვილი აღწერდა, რომ მოხდება მისი ექსტრადირება პოლონეთში. ჩემი აზრით, ეს კარგი გამოსავალია მისთვისაც და უკრაინის ხელისუფლებისთვისაც,“ – განაცხადა უკრაინის სახელმწიფო რადას დეპუტატი, ბორის ტარასუკი.

banner
წინა სტატიაშიდაკავებული მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია პოლონეთში მოხდება
შემდეგი სტატიაუკრაინა და საქართველო სააკაშვილის ექსტრადაციის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ