საქართველოს მასშტაბით 50 სკოლაში 20%-იანი გაცდენა დაფიქსირდა, თუმცა სწავლა შეჩერებული არ არის

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მასშტაბით 50 სკოლაში 20%-იანი გაცდენა დაფიქსირდა, თუმცა სწავლა შეჩერებული არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს განათლების სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნატა ასათიანმა განუცხადა.
ნატა ასათიანმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა იმ სკოლებთან დაკავშირებით, სადაც გრიპის ვირუსის გამო ავადობის მაღალი პროცენტული მაჩვენებელია.
როგორც ნატა ასათიანმა აღნიშნა, ამ სკოლების უმეტესობა რეგიონებშია და მცირე კონტიგენტიანია. 7 სკოლა კი თბილისში მდებარეობს.
“ამ სკოლების უმეტესობა რეგიონშია და მცირე კონტიგენტიანი სკოლებია. ისინი რისკ-ფაქტორს არ წარმოადგენენ. საინტერესოა თბილისის 7 სკოლა, სადაც ასევე დაფიქსირდა გაცდენები და ჩვენი მონიტორინგის სამსაური აწარმოებს დაკვირვებას გაცდენების მიზეზი არის თუ არა ავადობა”, – განაცხადა ნატა ასათიანმა.
მისივე თქმით, თბილისის 7 სკოლასთან დაკავშირებით თუ გაცდენების მიზეზი მოსწავლეების ავადობა იქნება, შესაბამის ზომებს მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშიერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4763 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაპარლამენტი ლევან მურუსიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის უფლებამოსილებას ვადაზე ადრე შეუწყვეტს