საქართველოს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

23-25 ნოემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი ეწვევა.

ლატვიელ კოლეგას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უმასპინძლებს. 24 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში, კოლეგებს შორის ოფიციალური შეხვედრა გაიმართება. მხარეები როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცს მოინახულებს და პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

banner
წინა სტატიაშიჩეხეთი სირიაში ISIS-ის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციებში მონაწილეობისთვის მზად არის
შემდეგი სტატიასოფელ აძვიდან 3 ადამიანი გაიტაცეს რუსმა ოკუპანტებმა