საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს ახალი დირექტორი ჰყავს

26 აპრილს, კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორი, ზურაბ მაღალაშვილი წარადგინა.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ყოფილ დირექტორს ნანა ჯანელიძეს უფლებამოსილება ამა წლის 25 მარტს ამოეწურა. ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი 29 მარტს გამოცხადდა. კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატურის კონკურსის წესით შესარჩევად შეიქმნა მინისტრის საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობა საქართველოს კინოაკადემიის მიერ განისაზღვა. საბჭოს შემადგენლობაში შევიდნენ, როგორც აკადემიის წევრები, ასევე არაწევრი კინემატოგრაფისტები.

ორეტაპიანი კენჭისყრის შედეგად, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორობის სამი შესაძლო კანდიდატი გამოვლინდა: მარინა ხოხლენკო-კალტრაიდერი, ზურაბ მაღალაშვილი და გაგა ჩხეიძე. კანდიდატის მიერ წარმოდგენილი კინოცენტრის განვითარების სამწლიანი გეგმისა და გასაუბრების საფუძველზე, გამარჯვებული ზურაბ მაღალაშვილი გახდა.

banner
წინა სტატიაშირაც უნდა მოინდომონ სარიუშ-ვოლსკიმ და მისნაირად ანგაჟირებულმა ჩვენმა ოპონენტებმა, ისინი თავიანთ საწადელს ვერ მიაღწევენ
შემდეგი სტატია“Associated Press”-მა გიროგი კვირიკაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა