“საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს უფრო მკაცრად, მკაფიოდ და მეტი მხარდაჭერის მოპოვებით უნდა უპასუხოს”

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ჟენევის მორიგ რაუნდთან დაკავშირებით ცინიკურსა და დემოგაგოიურს უწოდებს.

როგორც პეტრიაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთი თავად დგას გიგა ოთხოზორიას მკვლელობის, საქართველოს ტერიტორიების მიტაცებისა და მოქალაქეების გატაცების უკან.

„ასე რომ, ოკუპანტი ქვეყნის საგრეო უწყების განცხადება ძირითადად გაჟღენთილია დემაგოგიური ტონებით, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მკაცრად, უფრო მკაფიოდ და მეტი მხარდაჭერის მოპოვებით უნდა უპასუხოს“,-აღნიშნა პეტრიაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის დისკუსიებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში ნატო-ს აქტიურობი გამო, კერძოდ მაისში ჩატარებული ერთობლივი წვრთნის გამო.

“ცალკეული ქართველი პოლიტიკოსების მილიტარისტული განცხადებების ფონზე ევროპიდან საქართველოში ალიანსის ძალების, მათ შორის ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორების, ოპერატიული გადასროლის დამუშავება, სოხუმსა და ცხინვალში საფუძვლიან შეშფოთებას იწვევს. ამასთან დაკავშირებით, თბილისის უარი ჟენევის დისკუსიების მონაწილეების მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ საერთო განცხადების მიღებაზე აღქმული იყო როგორც არაკოსნტრუქციული მიდგომა მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანესი თემისადმი”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი იარაღის გაყიდვის შეზღუდვის წინადადებით გამოდის
შემდეგი სტატიაბოკერია- მარგველაშვილის შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში