საქართველოს ხელისუფლება ეწევა ისეთ პოლიტიკას, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს ლახავს

პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ნაბიჯი რუსეთის, ან აფხაზეთის ე.წ. დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საქართველოს ტერიტოტიულ მთლიანობას ლახავს, აშშ -ის საქართველოს მიმართ პოლიტიკას ეწინააღმდეგება.
„საქართველოს ხელისუფლება ეწევა ისეთ პოლიტიკას, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს ლახავს. მოგეხსენაბთ ხელიუფლებამ საზოგადოების ზურგს უკან ხელშეკრულება გააფორმა გაზპრომთან და ახლა რამენადაც ცნობილია, ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზეც აწარმოება მოლაპრაკებებს.
ამერიკის შეერთებული შტატები უპირობოდ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, ნებისმიერი ნაბიჯი რუსეთის, ან აფხაზეთის ე.წ. დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საქართველოს ტერიტოტიულ მთლიანობას ლახავს, პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ პოლიტიკას საქართველოს მიმართ.
საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს რა ც შეეხება, მათმა მაამებლურმა პოლიტიკამ რუსეთთან მიმართებაში, ვერანაირი ნორმალიზება ვერ გამოიწვია. პირიქით, უფრო დაიძაბა სიტუაცია – უფრო ხშირად ვხედავთ ოკუპაციის ხაზის გადმოწევა, გატაცება და ა.შ. ამიტომ, ასეთი მაამებლური პოლიტიკა, რომელიც მარტო გვტოვებს ოკუპანტ სახელმწიფოსთან, ჩვენთვის ძალიან საზიანოა.“

banner
წინა სტატიაშიალბათ ისევე მალე დაავიწყდებათ მედია ომბუდსმენის ინსტიტუტი, როგორც დაავიწყდათ 100 ქარხანა
შემდეგი სტატიათავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ კომიტეტის წევრებმა ირაკლი აბესაძე ერთხმად აირჩიეს