საქართველოს ხელისუფლება დაეხმარა მტერ სახელმწიფოს – “ეს არის საკუთარი ჯარისკაცების ღალატი”

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე უკრაინაში, ქართველი ჯარისკაცის გია ცერცვაძის დაკავებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა ვალდებულება და არ დაიცვა საკუთარი მოქალაქე, საკუთარი ჯარისკაცი, დაეხმარა მტერს და ჩაიდინა ქვეყნის ინტერესების ღალატი:

“საქართველოს ხელისუფლებამ ნაცვლად იმისა, რომ დაეცვა საკუთარი მოქალაქის და საკუთარი ჯარისკაცის ინტერესები, პირიქით, დაეხმარა მტერ სახელმწიფოს, რომ პასუხისგებაში მიეცათ საკუთარი მოქალაქე. საქართველოს ხელისუფლებამ მიაწოდა მასალები რუსეთის ფედერაციას, რომ მათ ეწარმოებინათ სისხლის სამართლის საქმე გიორგი ცერცვაძის წინააღმდეგ და როდესაც მოხდა მისი საერთაშორისო ძებნაზე დასმა, არ გააფრთხილა ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცი, რომ მას პასუხისგებაში მიცემა ელოდა. ეს არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ღალატი, ეს არის საკუთარი მოქალაქეების ღალატი, ეს არის საკუთარი ჯარისკაცების ღალატი და ეს არის მთავარი ფუნქცია საქართველოს სახელმწიფოსი, რომ დაიცვას თავისი მოქალაქეები და თავისი ჯარისკაცები. არ არსებობს ნორმალური და თავმოყვარე ქვეყანა, რომელიც საკუთარი ჯარიკსკაცების შესახებ ინფორმაციას მტერ სახელმწიფოს აძლევს. ” განაცხადა კახიძემ.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის ხელისუფლება პუტინის დაკვეთით უსწორდება ქართველ მებრძოლებს – მინაშვილი
შემდეგი სტატიაე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულებმა შიმშილობა დაიწყეს