საქართველოს ხელისუფლება არის რუსეთის სპეცსამსახურების დაქვემდებარებაში

საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე იმედოვნებს, რომ უკრაინის მხარე გია ცერცვაძეს რუსეთს არ გადასცემს. კალანდაძე საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირშიც ადანაშაულებს:

„დამტკიცდა, რომ ურთიერთშეთქმული მოქმედებით დააკავეს ჩვენი მებრძოლი და გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ იმედს ვიტოვებთ იმისას, რომ უკრაინული მხარე ამას არ ჩაიდენს. სამწუხაროდ, ის გამოატარეს, საზღვარზე არ გააფრთხილეს. ახლა დაკავების დროს, როცა ჩვენ მოვითხოვეთ წარმოედგინა საბუთები შსს-ს, რომ ის საერთოდ არ ყოფილა რუსეთში ამ წლების განმავლობაში, არ წარმოადგინა და არ თანამშრომლობს ჩვენთან. ფაქტია და ნათელია ყველაფერი, რომ საქართველოს ხელისუფლება და კონკრეტულად კიდევ სპეცსამსახურები არიან რუსეთის სპეცსამსახურების დაქვემდებარებაში,“ – აცხადებს გენერალი გიგი კალანდაძე.

banner
წინა სტატიაშიეს ბრალდებები პოლიტიკურია და გამოგონილია იმისთვის, რომ გაანადგურონ ეს ადამიანები
შემდეგი სტატიათქვენ ხართ სამარცხვინო პოლიტიკოსი !