საქართველოს ხანძართან ბრძოლაში თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან დახმარება ექნება

საქართველოს ხანძართან ბრძოლაში თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან დახმარება ექნება, ტექნიკა მუშაობას დილიდან დაიწყებს – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა სტიქიის ზონაში პირველი არხის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აღნიშნულ საკითხზე უკვე ესაუბრა თურქულ და აზერბაიჯანულ მხარეს და დამატებითი ტექნიკის მობილიზებაზე თანხმობა მიღებული აქვთ.

„ყველა კერაზე რომელზეც ინფორმაციაა შემოსული, გაგზავნილია სახანძრო ბრიგადები. აქ რაც შეეხება ყველაზე დიდი კერა სადაც არის, საკმაოდ მასშტაბურია ცეცხლი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი მოსახლეობა დავიცვათ სტიქიისგან, ამისთვის შესაბამისი ძალები გაგვაჩნია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიროგორ ცდილობენ თბილისის გენგეგმის ხანძრებით „გაპრავებას“ – სკანდალური ვერსია 
შემდეგი სტატიაბორჯომის ხეობაში სტიქია ისევ მძვინვარებს