“საქართველოს ისტორიაში მოხდა პირველად, რომ სია არის დაწუნებული”- პაპუაშვილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ შესაძლოა, მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები გაასაჯაროვოს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, რაც ქვეყნის ისტორიაში მოხდა პირველად. პაპუაშვილმა აღნიშნულ თემაზე კომენტირებისას, განაცხადა, რომ თავის დროზე მისი კანდიდატურის წარდგენაზე უარის თქმა, პიროვნული რევანშით იყო გამოწვეული:
”წყენები, რაც წარსულში იყო დავივიწყოთ. მე უფრო პოზიტიურად ვარ განწყობილი. რა თქმა უნდა, ჩემი დასჯა იყო ის, რომ ხუთეულშიც ვერ მოვხვდი. ეს საერთაშორისო და ქართველ ექსპერტებს უკვირდათ, მაგრამ ალბათ პიროვნული რევანში იყო, მაგრამ დავივიწყოთ – ყველაფერი გამოსწორებადია. უბრალოდ, კითხვის ნიშნის ქვეშ ქვეყნის პრესტიჟი დადგა. საქართველოს ისტორიაში მოხდა პირველად, რომ სია არის დაწუნებული. ეს არის სამწუხარო”, – განუცხადა ჟურნალისტებს პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირომის პაპი საქართველოს პატრიარქს: მხოლოდ დიდ გულს შეუძლია ამოთქვას ისეთი ჰანგები, როგორიც თქვენს საგალობელშია
შემდეგი სტატია“საკონსტიტუციო სასამართლომ შეძლო პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება დ იგივეს ვუსურვებ მომავალ მოსამართლეებსაც”