საქართველოს გერმანელ ჟურნალისტთა ჯგუფი ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 1-5 მაისს საქართველოში გერმანელ ჟურნალისტთა ჯგუფის ვიზიტი გაიმართება.

როგორც ”თაიმერს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურიამ შეხვედრა გამართა „ბერლინის პრეს-კლუბის“ წარმომადგენლებთან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ჟურნალისტების საქართველოში ვიზიტის საორგანიზაციო საკითხებში.

ლადო ჭანტურიამ გერმანელ ჟურნალისტებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, არსებულ მდგომარეობასა და მიღწეულ წარმატებებზე მოაწოდა ინფორმაცია. ელჩმა პრეს-ტურის მონაწილეებს დაგეგმილი ვიზიტის პროგრამა წარუდგინა. პრეს-ტურის ფარგლებში ჟურნალისტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს მოინახულებენ და ქვეყნის განვითარებასა და მიღწევებს ადგილზე გაეცნობიან. ჟურნალისტების ვიზიტის მიზანს გერმანიაში საქართველოს პოპულარიზაცია წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაში,,არჩევნებამდე რუსთავი 2-ს წაიღებენ – მგონი ჩემი პროგნოზი მართლდება”
შემდეგი სტატიაშიმშილობის მე-13 დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები შიმშილობას წყვეტენ