საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველგანათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებსოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რომ სტუდენტებთან შეხვედრები სისტემატურად იმართებოდა და სწორედ ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდა შეთანხმება იმ პრინციპულ ცვლილებებზე, რომელიც უნდა აისახოს საკანონმდებლო ინიციატივაში.

“შეთანხმება მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

ა. საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტთა პირდაპირი წესით არჩევნებს

ბ. რექტორისა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესის დარეგულირებას

გ. სტუდენტების თვითმმართველობასთან დაკავშირებით, კანონის გარდამავალ დებულებაში ისეთი ჩანაწერის გაკეთებას, რომელიც საფუძველს გააჩენდა და განსაზღვრავდა გარკვეულ ვადას, რომლის ფარგლებშიც ჩამოყალიბდებოდა სტუდენტური გაერთიანებების ოპტიმალური მოდელი. აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფდა სტუდენტების მიერ დღის წესრიგში დაყენებული ისეთი საკითხების მოგვარებას, როგორიც არის სტუდენტების უფლებების დაცვა, ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა და სხვა.

გამომდინარე აზრთა სხვადასხვაობიდან, სტუდენტების ორივე მხარეს ეთხოვა, გარკვეულ საკითხებზე წერილობით წარმოედგინათ პოზიციები, რომლის მიღების ვადა დღეს იწურება. მიღებული ინფომაციის განხილვის შედეგად დაგეგმილია კანონში ცვლილებების ასახვა.

ამასთან, სამინისტრო აიღო ვალდებულება, შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით, შეექმნა რეფორმაზე მომუშავე პლატფორმა, რომლისთვისაც სტუდენტების ორივე მხარეს უნდა წარმოედგინა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების კანდიდატურები. ამ ეტაპზე სამინისტრო სტუდენტების მხრიდან ელოდება კანდიდატების წარმოდგენას.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო, სტუდენტებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს აღნიშნული შეთანხმებები. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ინციდენტის თაობაზე იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის ზომებს, რადგან დაუშვებელია საუნივერსიტეტო სივრცეში მსგავსი ქმედებები.

დამკვიდრებული სამუშაო ფორმატიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის სტუდენტების მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. ყველა დაინტერესებულ მხარეს კვლავ ვთავაზობთ დაუბრუნდნენ სამუშაო რეჟიმს. სამინისტრო მზად არის სამუშაო პროცესის გასაგრძელებლად და 27 მაისს, 10:00 საათზე ყველა დაინტერესებულ მხარეს ღია ფორმატის საერთო შეხვედრას სთავაზობს, სადაც შეჯერდება დღემდე მიღწეული შედეგები და მომდევნო ნაბიჯები განისაზღვრება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში სოფლის განვითარებისთვის ევროკავშირი დამატებით 120 მილიონ ლარს (50 მილიონი ევრო) გამოყოფს
შემდეგი სტატიათბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატი და ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს