„საქართველოს ერთხელ უკვე გამოცდილი აქვს რას ნიშნავს იყო დამოკიდებული რუსულ გაზზე”

„საქართველოს ერთხელ უკვე გამოცდილი აქვს რას ნიშნავს იყო დამოკიდებული რუსულ გაზზე” – პავლე კუბლაშვილი
დღეს, 09:59 35

გაზპრომის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ლუქსემბრუგიდან დღეს ბრუნდება თბილისში. ტრანზიტთან დაკავშირებით გაზპრომთან გამართულ მოლპარაკებებს დადებითად აფასებენ უმრავლესობის წევრები.

მათი შეფასებით, რაც მეტი გაზი გაივლის ტრანზიტულად, მით მეტი თანხა შევა საქართველოს ბიუჯეტში.

საპარლამენტო ოპოზიციას კი მიაჩნია, რომ ტრანზიტი ტექნიკური საკითხია და ენერგეტიკის მინისტრის შეხვედრა კომპანიის ხელმძღვანელთან აუცილებელია არ არის.

„დახედეთ რა ფასში გვთავაზობს აზერბაიჯანი და დახედეთ რა ფასში გვთავაზობს რუსეთი. ჩავხედოთ ეკონომიკურ ციფრებს – რა არის აზერბაიჯანი საქართველოსთვის, რომ ის არის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი და რა არის რუსეთი საქართველოსთვის? ის არის ოკუპანტი,“ – განაცხადა მიხელ მაჭავარიანმა.

ოპოზიცია გარკვეულ საფრთხეებზე საუბრობს და მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროებას მოითხოვს.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს საზოგადოების თვალს მიღმა, ეს ყოველთვის არის ძალიან მძიმე და მთავრდება ძალიან ცუდად. საქართველოს ერთხელ უკვე გამოცდილი აქვს რას ნიშნავს იყო დამოკიდებული რუსულ გაზზე,“ – განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

მოლაპარაკებები ენერგეტიკის მინისტრსა და გაზპრომის ხელმძღვანელს შორის ლუქსემბურგში გაიმართა.

ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ თბილისი გაზპრომისგან სომხეთისთვის ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ, გაზის დამატებით მოცულობას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიჟენევაში მორიგი შეხვედრა გაიმართება
შემდეგი სტატიაწარმატებულ ქვეყნებს შორის ტურიზმისა და ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით საქართველო დასახელდა