სიძულვილის ენა პოლიტიკურ და საჯარო სივრცეში – “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”-ს კვლევა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა დღეს კვლევას გაასაჯაროვებს დღეს გაირკვევა რამდენად ხშირად ხდება საქართველოს პოლიტიკურ და საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენება.

კვლევა ორწლიან პერიოდს მოიცავს.

არასამთავრობო ორგანიზაცია საჯარო მოხელეების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების რეგულაციის მნიშვნელობაზე საუბრობს, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების გამოცდილება და რეკომენდაციები.

ღონისძიებაზე მიწვეული არიან არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

„ერთის მხრივ ჩვენ კარგად გვესმის, რომ სიძულვილის ენა არის საქართველოში გამოხატვის თავისუფლების ნაწილი, მაგრამ მეორეს მხრივ კარგად გვესმის მისი უარყოფითი შედეგებიც პოლიტიკურ დისკურსში. კვლევაში არის კონკრეტული ფაქტები მოყვანილი 2014-2016 წლებში, რომელი მაღალი თანამდებობის პირების ან პოლიტიკოსების მხრიდან იქნა გამოყენებული სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები, “- განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

banner
წინა სტატიაშიიან კელი : აშშ დაინტერესებულია, თურქეთის მოვლენებზე დეტალური გამოძიება ჩატარდეს
შემდეგი სტატიაშსს-მ თაღლითობის ბრალდებით სამი პირი დააკავა