საქართველოს და უკრაინის გარეშე ევროპული პროექტი დასრულებული არ არის – პოლონელი მინისტრი

საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, უკრაინისა და მოლდოვას პროექტები ჯერაც დაუსრულებელია – ამის შესახებ პოლონეთის სააგრეო საქმეთა მინსიტრმა ვიტოლდ ვაშიკოვსკმა ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ჯანელიძესთან საუბარში განაცხადა – პოლონური მედია ავრცელებს.

პოლონეთისა და საქართველოს დიპლომატიის ხელმძღვანელების ვარშავაში შეხვედრა, ნატოს მომავალი სამიტის კონტექსტში უსაფრთხოების საკითხებს შეეხო, ასევე ევროპის მომავალს, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შემდეგ. მინისტრებმა ორმხრივი და რეგიონალური საკითხები განიხილეს – უკრაინული მედია წერს.

“ჩვენ საქართველოს ნატოში ხილვა გვსურს, რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ ამაზე სწრაფად – ევროკავშირში ხილვა. საქართველოს და ამ რეგიონის სხვა ქვეყნების ერთიან ევროპაში შესვლით, ჩვენ ევროპას ვხედავთ ერთიანს და დემოკრატიულს. საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, უკრაინისა და მოლდოვას პროექტები ჯერაც დაუსრულებელია. ამიტომ, ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ევროპის ტრანსპარაციის პროექტი, თავისუფალი და დემოკრატიული საშუალებით, დავასრულოთ” – განაცხადა პოლონელმა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიმუსლიმებს შვეიცარიული პასპორტის სანაცვლოდ ცურვას აიძულებენ
შემდეგი სტატიასავჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინას პრეზიდენტი არ სჭირდება