“საქართველოს ბიუჯეტს უკან დავუბრუნებთ მოპარულ და გატანილ თანხებს უკანასკნელ თეთრამდე”

მსოფლიო იცნობს ოქროს მაძიებელ ყაჩაღთა უამრავ ისტორიას. ბიძინა ივანიშვილი ერთადერთია, რომელიც მთლიან საბადოს დაეუფლა, ააფეთქა და დააყაჩაღა ქვეყანა- განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ.
მისი თქმით, ივანიშვილმა თავის ბიზნეს პარტნიორ ტროიცკისთან ერთად 2013 წლიდან დღემდე ქვეყნიდან გაიტანა მილირად დოლარზე მეტი ღირებულების გადაუმუშავებელი ოქროსა და სპილენძის მადანი. საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქების შემდეგ კი, ოქროს მოპოვება – გატანა გაორმაგდა. ოლიგარქმა აღნიშნული თანხები გადაიტანა პანამის ოფშორულ ზონაში, ხოლო საქართველოს ბიუჯეტში თეთრიც არ შესულა.

“8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ლეიბორისტული პარტია შექმნის სპეციალურ საგამოძიებო კომისიას, რომელიც გამოიძიებს ისტორიულ-კულტურული ძეგლის აფეთქებასა და სახელმწიფო ქონების მითვისების კრიმინალურ ფაქტებს. საქართველოს ბიუჯეტს უკან დავუბრუნებთ მოპარულ და გატანილ თანხებს უკანასკნელ თეთრამდე”, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

banner
წინა სტატიაშიდომოდედოვოს აეროპორტში დააკავეს საქართველო მოქალაქე, რომელიც 15 წლის განმავლობაში იძებნებოდა
შემდეგი სტატიაეკა მიშველაძე: პრეზიდენტის ოჯახის წევრი მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს