საქართველოს აზერბაიჯანულ გაზზეა დამოკიდებული – კალაძე

აზერბაიჯანი დიდ როლს თამაშობს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში- განცხადება ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ რეგიონის ენერგეტიკულ სამიტზე გააკეთა:

“დღეს ჩვენ დამოკიდებული ვართ აზერბაიჯანულ გაზზე. ამ დროისთვის საქართველო ბუნებრივ აირს მხოლოდ აზერბაიჯანიდან ყიდულობს. აზერბაიჯანი, როგორც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, საქართველოში ძალიან დიდი ინვესტიციებს დებს . ის დიდი პროექტები, რომლებსაც ჩვენ ერთად ვახორციელებთ უახლეს მომავალში დასრულდება და ჩვენ დამატებითი მოცულობის აზრებაიჯანულ გაზს შევიძენთ” განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიავტომობილებიდან ნაგვის გადმოყრაზე სანქციები მკაცრდება
შემდეგი სტატიარეპრესიები წყალტუბოში – „ოცნება“ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის ადგილობრივ ლიდერზე ნადირობს