საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია შემოდის

news
: news თებერვალი 25, 2016 19:43

საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია შემოდის

საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია „ეარ ჯორჯია“ შემოდის, რომელიც ბიზნესავიაციის სფეროში იმუშავებს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იქნება ბაზირებული.

ექვსადგილიანი თანამედროვე ბიზნესჯეტი, კომფორტული სალონით, რეისებს ევროპისა და აზიის ყველა ქვეყნის მიმართულებით განახორციელებს და ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომი იქნება.

ნებისმიერ მომხმარებელს პირველი მარტიდან, ახალი კომპანიით სარგებლობა და დაკვეთის განხორციელება უკვე შეეძლება.

კომპანიის მომსახურების პაკეტში, აეროპორტში გაცილება, დახვედრა და VIP მომსახურება შედის.

ავიაკომპანია „ეარ ჯორჯია“ მომავალში, თვითმფრინავების პარკის გაზრდასაც გეგმავს.

news
: news თებერვალი 25, 2016 19:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,350
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics