„საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატო-ში გაწევრიანების გზაზე – ეს თქვა ნატო-მ დეკემბერში“

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში, რუსეთის გავლენასა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერაზე, ისაუბრა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „მოამბე“-ში პირდაპირი ჩართვისას.

მინისტრის თქმით, საქართველოს რუსეთის ნებართვა ნატო-ში გასაწევრიანებლად არ სჭირდება.

„რუსეთი არსად არ გვიშვებს, რუსეთი ქმნის პირობებს, შემდეგ სხვა ქვეყნებს მიანიშნებს რა ტიპის გადაწყვეტილებებია იმ მომენტში საჭირო. რუსეთის თანხმობა და ნებართვა არ გვჭირდება. რუსეთი, სამწუხაროდ, იქცა იმ ტიპის მოთამაშედ, რომელიც ქმნის ამ პირობებს. ნეგატიურ კონტექსტს ქმნის, რომელიც შემდეგ ნატო-ს მხრიდან თამამი გადაწყვეტილებების მიღების მიზეზი ხდება. საქართველოს დღეს აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატო-ში გაწევრიანების გზაზე – ეს თქვა ნატო-მ დეკემბერში. ახლა ჩვენც და მათაც გვჭირდება უფრო მეტი ძალისხმევის გამოჩენა იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიღოს ეს ფანჯარა. ჩვენ უფრო მეტი შრომა გვჭირდება იმისთვის, რომ უკეთ დავანახოთ ის, რაც ხდება ჩვენს სამეზობლოში. მათ ალბათ ცოტა უფრო მეტი გამბედაობა სჭირდებათ იმისათვის, რომ უკეთ დაინახონ ის, რაც ხდება მათ სამეზობლოში. იმიტომ, რომ რუსეთი ჩვენი და მათი საერთო სამეზობლოა. ვფიქრობ, რომ ჩვენ და ბრიუსელი ერთსა და იმავე ენაზე ვლაპარაკობთ, მთავარია ამავე ენაზე ავალაპარაკოთ ყველა დედაქალაქი“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიუამინდობის გამო გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვები მოქმედებს
შემდეგი სტატიაანაკლიის პორტის მშენებლობას “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” განახორციელებს