საქართველოს 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ჯაბა კანკავა გახდა

საქართველოს 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ჯაბა კანკავა გახდა. ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება თბილისის საკრებულოს შენობის ისტორიულ ნაწილში გაიმართა .
წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში კანკავასთან ერთად წარდგენილი იყვნენ ასევე ვაკო ყაზაიშვილი და სოლომონ კვირკველია.
რაც შეეხება სხვა ნომინაციებს, საუკეთესო მსაჯად დასახელდა გიორგი ვადაჭკორია. საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში გაიმარჯვა გია გეგუჩაძემ. წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა ოთარ კიტეიშვილი. წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი გულნარა გაბელია გახდა. ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში კი ალექსანდრე იაშვილმა გაიმარჯვა.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) 36 დღე მაღაროში- 2 ჩინელი მაღაროელის გადარჩენის სამაშველო ოპერაცია
შემდეგი სტატიამოსკოვის გამზირზე ბუნებრივი აირით შვიდი ადამიანი მოიწამლა