საქართველომ უნდა გაატაროს ექსტრაორდინალური რეფორმები, რათა მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები

მომავალი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდება

საქართველომ უნდა გაატაროს ექსტრაორდინალური რეფორმები, რათა მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი რეფორმა არის მოგების გადასახადის გაუქმება.

“მოგების გადასახადის გაუქმების რეფორმის აუცილებლობა ნამდვილად დგას დღეს, გამომდინარე იქიდან, რომ ნავთობის ფასები დაცემულია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს გარშემო რეგიონში არ არის სახარბიელო სიტუაცია. ამიტომ ვფიქრობთ, საქართველომ უნდა გააკეთოს ექსტრაორდინალური რეფორმები, რათა მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები. მოგების გადასახადის გაუქმება არის ერთ-ერთი ასეთი რეფორმა, რომელიც ორი მიმართულებით იმუშავებს. პირველი არის ის, რომ ქვეყნის შიგნით გაუწევს მობილიზებას თავისუფალ საინვესტიციო რესურსს და მეორე, ეს იქნება ძალიან კარგი შესათავაზებელი ინსტრუმენტი, რათა ჩვენ დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოვიზიდოთ”, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძის ინფორმაციით, გარდაბანში “ენმს” გამგებლობის კანდიდატი ნასამართლევია
შემდეგი სტატიასურსათის სააგენტო ქართული თაფლის საექსპორი პოტენციალის გასაზრდელად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს