“საქართველომ სრულად რომ ისარგებლოს ხელშეკრულებით, უნდა მოვამზადოთ ქართული კომპანიები ექსპორტისთვის”

რა პერსპექტივები არსებობს ქართული პროდუქციის ევროპის ბაზარზე გასატანად და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ამ კუთხით კერძო მეწარმეების ხელშესაწყობად – მთავრობის კანცელარიაში მრგვალი მაგიდა იმართება, სადაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კონკრეტულ თემებს განიხილავენ.

შეხვედრას ბიზნესასოციაციებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები და მთავრობის წევრები ესწრებიან.

ეს არის პირველი შეხვედრა, რომელიც ბიზნესსექტორსა და პრემირმინისტრს შორის შედგა. საუბარია იმ პერსპექტივებზე, რაც შეიძლება ჰქონდეს ქართულ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე.

ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ აქვთ ყველა შესაძლებლობა, რომ მოხდეს ინტეგრაცია ევროკავშირის ბაზართან. ისინი აცხადებენ, რომ მსგავსი სახის შეხვედრები პერმანენტული უნდა იყოს.

შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმაც გააკეთა.

„უკვე ორი წელია არსებოს ასოცირებისა და ღრმა ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული პროდუქციისთვის 500 მილიონიანი ბაზარია გახსნილი. იმისთვის, რომ საქართველომ სრულად ისარგებლოს ამ ხელშეკრულებით, უნდა მოვამზადოთ ქართული კომპანიები ექსპორტისთვის და მათი პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი იყოს,“- განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბარამიძე: გავრცელებული აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: არ დავუშვებთ, რომ ვიღაცებმა სისხლისღვრა და გადატრიალება განახორციელონ