საქართველომ მშვიდობისმოყვარული ქვეყნების რეიტინგში 102-ე ადგილი დაიკავა

საქართველომ მშვიდობისმოყვარული ქვეყნების რეიტინგში 102-ე ადგილი დაიკავა – კვლევებს Global Peace Index-ი ატარებს და ის 6 ივნისს ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა. გასულ წელს, იმავე რეიტინგში საქართველო ოთხი პოზიციით მაღლა იყო.
“ძალიან დაბალი” შეფასება მიიღო უკრაინამ 152-ე ადგილით, ბელორუსი 101-ე ადგილზეა, მოლდოვა 64-ზე, რუსეთი – 154-ზე.
ყველაზე მშვიდობისმოყვარული ქვეყნების სიაში “ძალიან მაღალი” შეფასება მიიღო ცამეტმა ქვეყანამ – ისლანდიამ, ახალმა ზელანდიამ, ავსტრიამ, პორტუგალიამ, დანიამ, კანადამ, ჩეხეთმა, სინგაპურმა, იაპონიამ, ირლანდიამ, სლოვენიამ, შვეიცარიამ და ავსტრალიამ.

რეიტინგის შედგენისას 23 ინდიკატორს ექცეოდა ყურადღება, მათ შორის “საზოგადოებაში უსაფრთხოებას”, “გაგრძელებული კონფლიქტები”, “მილიტარიზაცია”, პატიმართა რაოდენობა, პოლიციელების რაოდენობა, დანაშაულებები და სხვა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირში 3 მილიარდი ევროს თაღლითობა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაგერმანიაში აშშ-ს ელჩი კონსერვატორების მხარდაჭერაზე განმარტებას აკეთებს