“საქართველომ მიიღო ცალსახად გაუარესებული პირობები,”-პრეზიდენტის მრჩეველი “გაზპრომთან” გაფორმებულ ხელშეკრულებაზე საუბრობს

პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში, პარლამენტის მხრიდან კონტროლის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს. მაია მელიქიძის თქმით გაზპრომთან გასაფორმებელი ხელშეკრულებით და ახალი პირობებით, საქართველო წამგებიან პოზიციაშია.

“საქართველომ მიიღო ცალსახად გაუარესებული პირობები, ვიდრე საქართველოს ჰქონდა აქამდე. ეს არის ჩვენი გადმოსახედიდან სირთულე, რადგანაც საქართველო იმ მოცემულობაში, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, არის უალტერნატივო გაზის გატარების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ის, რომ გაძლიერდეს პარლამენტის კონტროლი ამ ტიპის სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ხელშეკრულებების გაფორმებაზე,” – განაცხადა მაია მელიქიძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ესპანეთის მეფეს შეხვდა
შემდეგი სტატიაოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი “გაზპრომთან” ხელმოწერილი დოკუმენტის გასაჯაროებას ითხოვს