საქართველომ, კოსოვომ, უკრაინამ და თურქეთმა, დღეს ვიზალიბერალიზაციაზე უარი მიიღეს

http://www.schengenvisainfo.com/georgia-kosovo-ukraines-visa-free-access-eu-delayed/

European-Unionსაქართველომ, კოსოვომ, უკრაინამ და თურქეთმა, დღეს ვიზალიბერალიზაციაზე უარი მიიღეს მინიმუმ სექტემბრამდე – წერს “The Wall Street Journal”.

საქართველოდან ორგანიზებული დამნაშავეების თემაა პრობლემა გერმანიისთვის. საფრანგეთი თვლის, რომ მომატებული ტერორიზმის საშიშროების პერიოდში, უვიზო რეჟიმის მიცემით, შესაძლებელია დამატებითი პრობლემები შეიქმნას.
საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს დეკემბრიდან ელოდება – წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ 8 ივნისს, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების 28-ვე ელჩი შეიკრიბა, ხმების საკმარისი ოდენობის მიღება შეუძლებელი გახდა.

ევროკავშირის ჩინოვნიკები ამბობენ, რომ სექტემბერი არის ყველაზე უახლესი დრო იმისათვის, რომ ევროკავშირის მთავრობამ და ევროპის პარლამენტმა უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოაწერონ.
იტალია და საფრანგეთის პოზიციაა, გადაწყვეტილება ახალი წესებისა და რეგულაციების შემდეგ უნდა იქნას მიღებული, რომელიც ვიზალიბერალიზაციის დახურვას ადვილად შეძლებს იმ შემთხვევისთვის, თუკი რაიმე ტიპის პრობლემები შეიქმნება.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში რამდენიმე წუთის წინ “ნიკორას” მაღაზია დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიაზუგდიდში მომხდარ ყაჩაღობაზე გამოძიება დაიწყო