“საქართველომ დაამტკიცა, რომ ნატოს ძლიერი და ეფექტური პარტნიორია,” – ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გიოტე-მიულერის თქმით, საქართველო ბევრს მუშაობს ნატოში გაწევრიანებისთვის და დაამტკიცა, რომ ძლიერი პარტნიორია.
“საქართველომ დაამტკიცა, რომ ნატოს ძლიერი და ეფექტური პარტნიორია, ამას ძალიან ვაფასებთ. ამავდროულად თქვენი ქვეყანა მიისწრაფვის ნატოს წევრობისკენ, ბევრს მუშაობს ამ მიმართულებით და ვიცი, რომ სამიტზე მხედველობაში მიიღებენ თქვენს ძალისხმევას და ილაპარაკებენ ჩვენ საითკენ უნდა წავიდეთ,”-განაცხადა როუზ გიოტე-მიულერმა.
შეგახსენებთ, რომ ნატო ივლისის სამიტისთვის ემზადება, რომელიც ახალ შტაბბინაში გაიმართება. წევრ ქვეყნებს შორის დეკლარაციის ტექსტზე ბოლო კონსულტაციები მიმდინარეობს. ხვალ კი ალიანსის შტაბბინაში თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : საგამოძიებო კომისიისთვის სამთვიანი ვადა საკმარისი იქნება შედეგის მისაღებად
შემდეგი სტატიაფრაქცია “საქართველოს პატრიოტებმა“ დროებით საგამოძიებო კომისიაში ადა მარშანია კომისიის თავმჯდომარის პოსტზე წარადგინა