“საქართველომ და აზერბაიჯანმა 25 წლის განმავლობაში სამეზობლო ურთიერთობაში დიდი გზა გაირეს”

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელდარ მამედიაროვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში ელდარ მამედიაროვი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.

„შეხვედრაზე განვიხილეთ თანამშრომლობის ყველა მიმართულება, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული მდგომარეობა. აზერბაიჯანიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელება იზრდება. 2015 წელს გვქონდა 60 პროცენტიანი ზრდა, 2016 წლის განმავლობაში 15 პროცენტით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა. ეს ხაზს უსვამს ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობას და ასე გაგრძელდება, ჩვენ ვისაუბრეთ ტრანსპორტსა და ენერგეტიკაზე და ხაზი გავუსვით მნიშვნელოვან პროექტებს. ეს პროექტები მომართულია რეგიონის განვითარებისთვის. ერთობლივად ვმუშაობთ საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ენერგოუსაფრთხოების საკითხებში, კულტურის სფეროზეც ვიმსჯელეთ და პარტნიორობა გაგრძელდება”, – განაცხადა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების და სუამ-ის ფარგლებში.

“შევეხეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, მხარდაჭერა გამოვხატეთ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისადმი და ვთანხმდებით, რომ პრობლემები მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ და აზერბაიჯანმა 25 წლის განმავლობაში სამეზობლო ურთიერთობაში დიდი გზა გაირეს.

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი გახლდათ ის დიდი პროექტი, რომელმაც ჩვენი ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა გააღრმავა, ასევე საუბარია ბაქო-თბილისი-ერზრუმისა და ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე. ამ წლის ბოლომდე თურქეთში პროექტის ბოლო ეტაპი დასრულდება, რაც მნიშვნელოვანი იქნება. აღმოსავლეთ-დასავლეთის სარკინიგზო შეერთებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა ასევე ტრანს ანატოლიური გაზსადენის მშენებლობა, რომელიც გაზს თურქეთსა და ევროპას მიაწვდის. ეს პროექტი საერთაშორისო არენაზე უკვე გავიტანეთ ჩინეთთთან და საქართველოსთან ერთად, ასევე ვსაუბრობთ სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფანზე”, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ელდარ მამედიაროვმა მიხელ ჯანელიძეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე აზერბაიჯანსა და სომხეთ შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზეც ისაუბრეს.
საქართველოშო ვიზიტის ფარგლებში ელდარ მამედიაროვს დაგეგმილი აქვს შეხვედრები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან. ასევე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი პატივს მიაგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს და გვირგვინით შეამკობს ჰეიდარ ალიევის მემორიალს

banner
წინა სტატიაშისააკაშვილმა ოდესასთან მდებარე სოფელს “ნარკომანების ბუდე” უწოდა
შემდეგი სტატიადედაქალაქის შემოსასვლელში ახალი მანათობელი აბრა დამონტაჟდება