საქართველო უკვე არის ნატო-სთვის მნიშნველოვანი პარტნიორი

kvirikaნატო-თან ინტეგრაცია არის პროცესი განუწყვეტელი ცვლილებების, ეს არის პროცესი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური რეფორმების, ჩვენ ყველას დიდი იმედი გვაქვს, დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროცესი დაგვირგვინდება ნატო-ს წევრობით, რაც ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დაამყარებს მშვიდობას, სტაბილურობას, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისათვის, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ მინისტრი ამერიკის სახელმწიფო მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვას, რომელიც ნატოს ვარშავის სამიტის მოლოდინებს უკავშირდება.

გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს ვარშავის სამიტის მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა, რომ ვარშავის სამიტზე პირველად ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში ჩატარდება ნატო-საქართველოს საბჭოს მინისტერიალი და ეს სამიტი იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმ პროგრესისა, რასაც საქართელომ მიაღწია.

“საქართველო უკვე არის ნატო-სთვის მნიშნველოვანი პარტნიორი. ჩვენ ველოდებით სამიტისგან კიდევ ერთხელ დადასტურებას იმ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ არსებითი პაკეტის განხორციელების გზაზე. პირველად საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობის ისტორიაში ჩატარდება ნატო-საქართველოს საბჭოს მინისტერიალი, რომელიც მიიღებს ნატო-ს წევრი ქვეყნების და საქართველოს მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ სამიტის შემდეგ იქნება ნამდვილად უფრო მეტად დაცული, გამომდინარე იმ კიდევ უფრო გაფართოებული ფორმატიდან სამხედრო თანამშრომლობის, რომელსაც დღესდღეობით არსებითი პაკეტი ითვალისწინებს და ამას დაემატება თანამშრომლობის დამატებითი კომპონეტები „, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვარშავის სამიტის მოლოდინების შესახებ კითხვა ერთობლივ პრესკონფერენციაზე დაუსვეს.

banner
წინა სტატიაში8 ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი – ჯონ კერის ვიზიტი ორი ქვეყნის პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება