საქართველო რუსეთს სულგუნის მიწოდებას სთავაზობს

საქართველო რუსეთს სულგუნის მიწოდებას სთავაზობს

1მას შემდეგ, რაც რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახური ყველის ქართველ მწარმოებლებს ინსპექტირებას ჩაუტარებს, საქართველო რუსეთს სულგუნს მიაწვდის. ამის შესახებ ცნობილი რუსეთის აღნიშნული სტრუქტურის ხელმძღვანელის, სერგეი დანკვერტსა და საქართველოს პროდუქტების განვითარებისა და გაყიდვების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის, ზურაბ ჩეკურაშვილის შეხვედრიდან გახდა ცნობილი. როგორც „ინტერფაქსი“ იუწყება, შეხვედრა 29 ივლისს, პარასკევს, მოსკოვში გაიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩეკურაშვლმა შეხვედრაზე „ყველისქართველი მწარმოებლების რუსულ ბაზარზე გასვლის მაღალ ინტერესზე” ისაუბრა და რუსეთის შესაბამის სამსახურებს ქართული ყველის წარმოების ინსპექტირება სთხოვა. თავის მხრივ, დანკვერტმა აღნიშნა, რომ ქართულ ბაზარზე რუსული პროდუქცია, კერძოდ, ხორბალი, რძის პროდუქტები და ცხვარი გაიზარდა.

banner
წინა სტატიაში“ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებმა ახალი ბომბი გამოიყენეს
შემდეგი სტატიაგაეროს სპეციალური წარმომადგენელი რუსეთს მიმართავს