საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირისგან უფრო მეტ დახმარებას მიიღებს

ევროპის პარლამენტი დგამს ნაბიჯებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ურთიერთობების განმტკიცებისთვის, – ნათქვამია ამ უწყების მიერ გავრცელებულ  პრესრელიზში. მასში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მიაღწიეს არსებით პროგრესს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, რომელიც 24 ნოემბერს გაიმართება, ევროპარლამენტი ეძებს ამ ქვეყნებთან დაახლოების შესაძლებლობებს.
“ევროპის პარლამენტი სთავაზობს ახალ გზებს, რომლებიც  ევროკავშირის საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ურთიერთობების აქტივიზაციას ისახავს მიზნად…ეს ქვეყნები ინტენსიურად მუშაობენ ევროკავშირთან ურთიერთობების განმტკიცებისთვის მიუხედავად რუსეთის დიდი წინააღმდეგობისა. ამ ქვეყნებში უკვე ამოქმედდა  სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კანონი, აგრეთვე შეიქმნა უფრო მეტი სავაჭრო შესაძლებლობები “თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” შეთანხმებების ამოქმედების შედეგად”,- აღნიშნულია პრესრელიზში.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა შეიმუშავა და დაამტკიცა საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ურთიერთობების აქტივიზაციის გეგმა. დოკუმენტი, რომელსაც ევროპარლამენტი ნოემბრის სესიაზე მიიღებს, პირველ რიგში ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდის შექმნას, რომელიც მიმართული იქნება ამ ქვეყნებში სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებისკენ.
პრესრელიზი განთავსებულია ევროპარლამენტის ოფიციალურ საიტზე. 

banner
წინა სტატიაშიმიმდინარე წელს რუსეთიდან  7 “კანონიერი ქურდი” გააძევეს
შემდეგი სტატიაჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი სამების ტაძარში 11:00 საათზე დაიწყება