“საქართველო მაშინ გახდება ნატო-ს წევრი, როდესაც თავად ნატო იქნება ამისთვის მზად”

news
: news თებერვალი 25, 2016 12:27 განახლებულია

“საქართველო მაშინ გახდება ნატო-ს წევრი, როდესაც თავად ნატო იქნება ამისთვის მზად”

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი აცხადებს, რომ საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია.

როგორც “რეზონანსთან” ინტერვიუში აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, მან კარგად იცის ნატო-ს სუსტი და ძლიერი მხარეები.

“საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი ქვეყანა გახდება ალიანსის წევრი და მესამე მხარეს ვეტოს უფლება არ აქვს ამ გადაწყვეტილებაზე. საქართველო აქტიურადაა ჩართული ნატო-ს სხვადასხვა პროგრამასა და მისიაში და ყველა ინსტრუმენტი აქვს, რომ რეფორმები გააგრძელოს და ორგანიზაციის სტანდარტები დააკმაყოფილოს. დამიჯერეთ, მე კარგად ვიცი ნატო-ს სუსტი და ძლიერი მხარეებიც, რადგანაც ამ ორგანიზაციაში 3 წელი ვიმუშავე. სისუსტე ალბათ ისაა, რომ რამე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად ყველა, 28 წევრის თანხმობაა საჭირო, რაც არ არის მარტივი პროცესი. მაგრამ არსებობს ძლიერი მხარეც – თუ ერთხელ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ალიანსი ამას მტკიცედ დაიცავს”, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

იან კელის განცხადებით, საქართველოს მეგობრებს კარგად ახსოვთ 2008 წელი, როდესაც ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებიდან რამდენიმე თვეში რუსეთის აგრესია განხორციელდა. ამიტომაც არ სურთ ქვეყნის კიდევ ერთხელ რისკის ქვეშ დაყენება.

“ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ის რეალობა, რაც გვაქვს – რეალობა კი ისაა, რომ საქართველოს საერთო საზღვარი აქვს თავის ჩრდილოელ მეზობელთან. მე არ მინდა ვისაუბრო მთელი ნატო-ს სახელით, მაგრამ აშშ-ის პოზიციაა, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი და ამ მიზნის პრაქტიკულ რეალიზებისათვის ბევრს ვაკეთებთ, როგორც აქ ადგილზე, ისე ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობისასაც”,- აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

news
: news თებერვალი 25, 2016 12:27 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,350
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics