საქართველო ჯერ დაპაუზდა და შემდეგ უკან გადახვევა დაიწყო-გიშველათ მილიარდერმა?!

ბებიაჩემი მზია წერეთელი

საქართველო ჯერ დაპაუზდა და შემდეგ უკან გადახვევა დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის გადაცემაში “არჩევანი“ საქართველოს ეკონომიკაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მისმა ხელისუფლებამ 2012 წელს თითქმის 16 მილიარდის ოდენობის ბიუჯეტი დატოვა. 4 წლის თავზე კი ეს შემცირდა მილიარდნახევარი დოლარით.
„ჩვენ 2012 წელს თითქმის 16 მილიარდის ოდენობის ბიუჯეტი დავტოვეთ. 4 წლის თავზე ეს შემცირდა შემცირდა მილიარდნახევარი დოლარით. ე.ი. საქართველომ საგრძნობლად უკან დაიხია. ამათ საშინაო ვალი 2, ხოლო საგარეო ვალი ერთი მილიარდი ლარით გაზარდეს. ჩვენ ვალს რომ ვიღებდით, ეკონომიკაში ვდებდით და შემდეგ ვიხდიდით, ესენი კი თვითონ ირიგებენ და ნაცნობობაში ხარჯავენ ფულს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სიღარიბის მაჩვენებელი 50-დან 20 პროცენტზე ჩამოვიდა. დღეს საქართველოში 69 პროცენტია ღარიბი და 24 პროცენტი – სიღარიბესთან ახლოს. საქართველო ჯერ დაპაუზდა და შემდეგ უკან გადახვევა დაიწყო. შემცირდა შემოსავლები და საშუალო ხელფასი, ფასები კი გაიზარდა. გიშველათ მილიარდერმა?!“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქში ქაოტური მშენებლობების, ჰაერის დაბინძურების და ტრანსპორტის მოძრაობის მხრივ, საშინელი პრობლემებია
შემდეგი სტატიაერდოღანს და ილდირიმს ევროპაში დაპატიმრება ემუქრებათ