“საქართველო ევროპაა და თანდათან ეს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის სულ უფრო საგრძნობი გახდება”

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ე.წ. შეჩერების მექანიზმზე ევროკავშირის საბჭო, ევროპარლამენტი და ევროკომისიის შეთანხმების მიღწევით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროპული ინსტიტუტები საქართველოს მხარს უჭერენ.

ჯანელიძის განცხადებით, საქართველო სასურველ შედეგთან ძალიან ახლოსაა.

„მიუხედავად ამ რთული პერიოდისა, მათ შეძლეს კონსენსუსის მიღწევა. მადლობა ყველას, ვინც საქართველოსა და ევროკავშირში ამისთვის იშრომა. ჩვენ სასურველ შედეგთან ძალიან ახლოს ვართ. საქართველო ურყევად და შეუქცევლად ადგას ევროინტეგრაციის გზას და ამ გზაზე კიდევ ბევრი მიღწევა და შედეგი ელოდება ჩვენს ყველა მოქალაქეს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.

ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში გატარებული რეფორმები თავისთავად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ ასე თანამიმდევრულად განვაგრძობთ მუშაობას. საქართველო ევროპაა და თანდათან ეს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის სულ უფრო საგრძნობი გახდება“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ე.წ. შეჩერების მექანიზმზე ევროკავშირის საბჭო, ევროპარლამენტი და ევროკომისია ერთობლივ მოლაპარაკებაზე გუშინ საღამოს შეთანხმდნენ.

banner
წინა სტატიაშიდავით დევნოზაშვილი: ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ვარ, თუ შემიფარდებთ გირაოს ვითანამშრომლებ გამოძიებასთან
შემდეგი სტატია“უკეთესია წაიკითხონ და შეისწავლონ ეს საკითხი”- პასუხი საკრებულოს ოპოზიციას