,,საქართველო ცდილობს წვლილი შეიტანოს გლობალურ უსაფრთხოებაში”

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს 2016 წლის გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

საქართველო ცდილობს ევროპელ პარტნიორებთან ერთად მეტი წვლილი შეიტანოს გლობალურ უსაფრთხოებაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

როგორც “თაიმერს” საგარეო უწყებიდან აცნობეს, მიხეილ ჯანელიძემ უნგრელ კოლეგასთან პიტერ სიიარტოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროპის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საქართველოს ევროპული ინტეგერაციის საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, უნგრეთი საქართველოს მეგობარი და მყარი პარტნიორია, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.
“დღეს ევროკავშირი დგას უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე. ამ გამოწვევებზე პასუხი კი არის მეტ ერთობაში, პარტნიორობასა და თანამშრომლობაში იმ ქვეყნებთან, რომლებიც მზად არიან ამ პრინციპების დაცვაში. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც დგას ევროპასთან ერთად, ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი წვლილი შეიტანოს ევროპისა და გლობალურ უსაფრთხოებაში”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს მთავრობის ევროინტეგრაციულ პოლიტიკას და განაგრძობს საკუთარი წვლილის შეტანას იმ უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევაში, რომლის წინაშეც ევროპა და საქართველოს პარტნიორები დგანან.

banner
წინა სტატიაში,,უმჯობესია პროკურატურამ ჩემთვის პრეტენზიების წაყენების ნაცვლად გამოძიება აწარმოოს”
შემდეგი სტატია“გაზპრომთან” ხელშეკრულების დეტალებზე მუშაობა უახლოეს დღეებში დასრულდება