საქართველო არის კარგი მაგალითი ბევრი ქვეყნისთვის

PANGI MUNIსაქართველო არის კარგი მაგალითი ბევრი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან საუბრისას განაცხადა.
გაერო-ს გენერალური მდივანი საქართველოს მთავრობის მეთაურს დღეს ტელეფონით დაუკავშირდა და წუხილი გამოთქვა, რომ, დღის წესრიგის მოულოდნელი ცვლილების გამო, საქართველოში ვიზიტის გადადება მოუხდა.
ბან კი მუნი მზად არის, მიმდინარე წლის განმავლობაში ეწვიოს საქართველოს, რათა პირადად გაეცნოს ქვეყნის მიერ დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების კუთხით მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში გაეროს აქტიური ჩართულობის მზადყოფნა გამოთქვა, რისთვისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა გამოხატა მზადყოფნა, ბან კი მუნს მისთვის სასურველ დროს უმასპინძლოს საქართველოში.
მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ შეხვედრა ასევე შედგება გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში.

banner
წინა სტატიაშიმე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვაცხადებ, რომ მიმდინარეობს ქვეყნის პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია!
შემდეგი სტატიაცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს