საქართველო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ეუთო-ს ვალდებულებათა შესრულების შემფასებელ შეხვედრაში მონაწილეობს

2017 წლის 11-22 სექტემბერს ქ. ვარშავაში იმართება ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილებაში ეუთო-ს წევრი ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელი ყოველწლიური შეხვედრა (HDIM). ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

შეხვედრის ფარგლებში, მთელ რიგ მნიშვნელოვან თემებთან ერთად, განიხილება ეუთო-ს წევრ სახელმწიფოების მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ისეთი ვალდებულებების შესრულება, როგორიც არის კანონის უზენაესობა, დემოკრატიული არჩევნები, ტოლერანტობა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ლტოლვილები და ადგილნაცვალი პირები, თავისუფალი გადაადგილება და ა.შ.

ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ ეუთო-ს წევრი სახელმწიფოების დელეგაციები, ეუთო-ს ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე წარმოდგენილია საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რონ HDIM-ის ფარგლებში, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, იგეგმება პარალელური ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობების პირთა არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე – „Voting rights of persons with disabilities“. ხსენებულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართული მხარის წარმომადგენლები, ასევე ეუთო-ს სახელმწიფოების დელეგაციები და საერთაშორისო ექსპერტები.

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსი: ყველა გვილოცავს მიშას უკრაინაში წარმატებულ დაბრუნებას
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი მის დაკავებას ან ლიკვიდაციას არ გამორიცხავს