საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება

8 თებერვალს, ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება
ხვალ, 8 თებერვალს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება. არსებული ინფორმაციით, ხვალინდელ სხდომაზე მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვას გააგრძელებს. სასამართლოს ჩვენება უკვე მისცა ბრალდების ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ნოტარიუსმა ნუნუ გინტურმა, რომელმაც 2004 წლის 7 დეკემბერს ის სანოტარო მოქმედებები განახორციელა, რომლებითაც ტელეკომპამია „იბერიას“ ლიცენზიის მფლობელი კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის იმჟამინდელი თავმჯდომარისა და ირაკლი ოქრუაშვილის მეგობრის, დიმიტრი ქიტოშვილის მეზობელი ვინმე დავით კაკაურიძე გახდა.


შეგახსენებთ: მთავარმა პროკურატურამ „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის საქმეზე გამოძიება 2013 წელს დაიწყო, თუმცა ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, რომელსაც მთავარი საგამოძიებო უწყება სამი წელი იძიებდა. ამ ხნის განმავლობაში არაერთი მოწმე დაიკითხა, გამოძებას ჩვენებები „ომეგა ჯგუფის“ და, შესაბამისად, ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლებმაც მისცეს. „იბერიას“ საქმე განსახილველად სასამართლოს 2016 წლის ზაფხულში გადაეცა. „ომეგა ჯგუფის“ საქმის გამძიება კი მთავარ პროკურატურაში ამ დრომდე გრძელდება.
„იბერიას“ ლიცენზია 2013 წელს მოდიფიცირებული სახით (სპეციალიზირებული/გასართობი) დაუბრუნდა. ტელევიზია ეთერში ერთი წლის წინ, საერთო მაუწყებლობით დაბრუნდა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო „საზოგადოებრივი მაუწყებელის“შენობა-ნაგებობების გასხვისების საკითხს არ განიხილავს
შემდეგი სტატია(ვიდეო) მილიონის სანაცვლოდ შემოგვთავზა გვეყიდი ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ფარული ჩანაწერების ამსახველი აუდიომასალა