საქალაქო სასამართლოში ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილავას სასამართლო სხდომა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილავას დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართება.

სხდომაზე დაცვის მხარე და თავად ბრალდებული დასკვნით სიტყვებს იტყვიან, ამის შემდეგ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა სათათბიროდ გავა.

როგორც სხდომის დაწყებამდე ბრალდებულმა დავით ხარშილაძემ განაცხადა, იმედოვნებს, რომ მოსამართლე გამამართლებენ განაჩენს გამოიტანს.

ელისო კილაძის თქმით, მასაც შვილის მსგავსად დადებითი მოლოდინი აქვს, თუმცა ამბობს, რომ ის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს აუცილებლად მიმართავს.

როგორც ჟურნალისტი აცხადებს, თუ მის შვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგება, ის სტრასბურგში 120 დღიან უკანონო პატიმრობას გაასაჩივრებს.

banner
წინა სტატიაშისამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის დაკითხვა ე.წ. ცხინვალის პროკურატურაში გრძელდება
შემდეგი სტატიაპოლიციამ კაცი დააკავა, რომელმაც ჰოლანდიურ რადიოსადგურში მძევალი აიყვანა