საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს ახალი თავმჯდომარე წარუდგინეს

news
: news მარტი 4, 2016 19:10

საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს ახალი თავმჯდომარე წარუდგინეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და საბჭოს მდივანმა საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს ახლად არჩეული თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე წარუდგინეს.
საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა გიორგი მიქაუტაძეს წარმატებები უსურვეს და ხშირი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს. შეხვედრას საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი არ ესწრებოდა.

როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ განუცხადა, ახვლედიანი შვებულებაში იმყოფება. “მე ვიცი, რომ საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე შვებულებაშია. მისი გადასაწყვეტია, დაესწრებოდა თუ არა ის შეხვედრას”, – აღნიშნა გვენეტაძემ.

დღესვე საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და მდივანმა კოლეგიების თავმჯდომარეები წარუდგინეს.

news
: news მარტი 4, 2016 19:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


22,560
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics