საპროტესტო გამოსვლები საბერძნეთში ისევ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა

საპროტესტო გამოსვლები საბერძნეთში ისევ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.

saberსაპროტესტო გამოსვლები საბერძნეთში ისევ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.

ათი ათასობით ადამიანი ათენის ქუჩებში 1973 წლის მოვლენების წლისთავის აღსანიშნავად გამოვიდა, როდესაც სამართალდამცველებმა დიქტატურის საწინააღმდეგო აქციაზე ათობით სტუდენტი მოკლეს.მიტინგზე ანტი–სამთავრობო შეძახილებიც გაისმა.

ბერძნები მკაცრ ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ, რომელიც ქვეყანამ საერთაშორისო კრედიტორებისგან ტრანშის მისაღებად უნდა გაატაროს.აქციის მონაწილეებმა ქუჩებში ნაგვის ურნები ამოაყირავეს და პოლიციას ქვები და მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. მათ წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

banner
წინა სტატიაში“გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“პროკრედიტ ბანკის” ფილიალი სავარაუდოდ სათამაშო იარაღის გამოყენებით დააყაჩაღეს