ზუგდიდში მძღოლების აქციაზე ერთი პირი დააკავეს

ზუგდიდში მძღოლების აქციაზე ერთი პირი დააკავეს

ამ წუთებში მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ აღმაშენებლის ქუჩაზე, საიდანაც სატრანსპორტო კომპანია „მეტრო ჯორჯიას“ დღეს დილით ზუგდიდი- თბილისის მიმართულებით რეისი უნდა განეხორციელებინა. შეკრებილები კვლავ აპროტესტებენ ამ კომპანიის ზუგდიდში შემოსვლას.  აქციაზე ერთი პირი დააკავეს. დაკავებულია  მძღოლი ბესო თაქთაქიშვილი, რომელიც კომპანია “მეტრო პლუსის” ოფისთან მწოლიარე პროტესტის გამართავას აპირებდა.  სამართალდამცველებმა ბესო თაქთაქიშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მძღოლების განცხადებით, კომპანიების რეისების განხორციელების საშუალებას არ მისცემენ. ისინი “მეტრო პლუსის” სატრანსპორტო ბაზრიდან გასვლას ითხოვენ.

 

 

banner
წინა სტატიაშითავისუფალი საქართველო” აქციის მონაწილის სახით უერთდება შაბათს დაგეგმილ აქციას ფარული თვალთვალის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიამთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს