საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძის კანდიდატურა შეარჩია

მთავარი პროკურორის პოსტზე საპროკურორო საბჭომ შალვა თადუმაძის კანდიდატურა შეარჩია. საბჭოს წევრებმა თადუმაძე ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, 12 არც ერთის წინააღმდეგ შეარჩიეს.
კენჭისყრა ფარულად გაიმართა.
საპროკურორო საბჭოს 15 წევრიდან 13 ესწრებოდა, აქედან კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღო იუსტიციის მინისტრმა.
შერჩეულ კანდიდატს იუსტიციის მინისტრი მთავრობას დაუყოვნებლივ წარუდგენს, საბოლოოდ კი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს პროკურორი.

მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატიდან ერთმა, შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა დღეს მოხსნა. შესაბამისად, მთავარი პროკურორობის კანდიდატები იყვნენ შალვა თადუმაძე და ნინო გოგნიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიშსს მესტიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამცხეთის სასამართლო განმარტავს, რატომ შეეფარდა პატიმრობა სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს