“საფრანგეთში წუხელ მოხდა ის, რაც სირიაში 5 წლის განმავლობაში ხდება”

ასადი: სირიის არმიას არ შეუძლია საკუთარი ქვეყანა დაიცვას

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა, ფრანგ დეპუტატებს პარიზში მომხდარი ტერაქტის გამო, სამძიმარი გამოუცხადა.

როგორც ბაშარ ასადმა სირიაში, ფრანგ დეპუტატებთან შეხვედრისას აღნიშნა, რაც პარიზში მოხდა, იგივე ხდება 5 წლის განმავლობაში სირიაში.

“საფრანგეთში წუხელ მოხდა ის, რაც სირიაში უკვე 5 წლის განმავლობაში ხდება”,- აღნიშნა ბაშარ ასადმა.

გუშინ, საფრანგეთის დედაქალაქში, სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტერაქტების შედეგად სულ მცირე 153 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: ტერორიზმი ვერასოდეს გაიმარჯვეს დემოკრატიაზე
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი: იმედია ტერაქტის დამკვეთები დამსახურებულ სასჯელს მიიღებენ