საფრანგეთში თავდამსხმელებმა მღვდელს ყელი გამოჭრეს

მძევლების გათავისუფლების ოპერაცია მსხვერპლით დასრულდა საფრანგეთში. დანით შეიარაღებული ორი მამაკაცი ქალაქ პირი სენ ეტიენ დიუ რუვრეს ეკლესიაში შეიჭრა და იქ მყოფი მღვდელი მორწმუნეებთან და მონაზვნებთან ერთად მძევლად აიყვანა. ერთ-ერთმა მონაზონმა გაქცევა მოახერხა და მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა. ტაძარი სპეცრაზმმა ალყაში მოაქცია. გაისმა სროლიც ხმაც. პოლიციელებმა ორივე თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს. მოკლულია მღვდელიც. თავდამსხმელებმა მას ყელი გამოჭრეს.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი მთავარ პროკურორთან შეხვედრას პრემიერთან შეხვედრის შემდეგ აპირებს
შემდეგი სტატიაუზენაესმა სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წევრი როლანდ ახალაია დამნაშავედ სცნო