საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება

პირველი ნოემბრიდან საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება, რომელიც 2015 წლის ნოემბრის შემდეგ მოქმედებდა. საგანგებო რეჟიმის გაუქმებას ახალი ანტიტერორისტული კანონი ითვალისწინებს, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ორშაბათს, 30 ნოემბერს მოაწერა ხელი.

„ეს კანონი საშუალებას გვაძლევს, პირველ ნოემბერს გავაუქმოთ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. დოკუმენტი სრულად უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის სენატმა კანონპროექტი 18 ოქტომბერს დაამტკიცა. დოკუმენტი სამართალდამცველთა უფლებამოსილების გაფართოებას ითვალისწინებს, მათ შორის, სასამართლო ორდერის გარეშე ჩხრეკის ოპერაციების ჩატარებას, ტერორიზმში ეჭვმიტანილებისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, სადგურებსა და აეროპორტებში მოქალაქეთა შემოწმების გამკაცრებას.

ახალი კანონი ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, უფრო მარტივად დახუროს რელიგიური დაწესებულებები, თუკი ისინი ტერორიზმის იდეების გამავრცელებლად მიიჩნია.

პარიზის ტერაქტების შემდეგ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაუქმება ემანუელ მაკრონის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ონიანის საქმე – სასამართლოს გადაწყვეტილება სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიაევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურმა კომიტეტმა საქართველოს თანაავტორობით შემუშავებული ანგარიში დაამტკიცა