საფრანგეთში კლიმატის კონფერენცია გაიხსნა

რამდენიმე საათის წინ პარიზში კონფერენცია გაიხსნა, რომელიც კლიმატის შეცვლას ეხება.
კონფერენცია გაეროს ეგიდით მიმდინარეობს და მისი ძირითადი თემა ატმოსფეროში პარნიკის გაზების პრობლემაა. სავარაუდოდ, კონფერენციაზე მრავალმხრივ კლიმატურ შეთანხმებას მიიღებენ, რომლიც კიოტოს პროტოკოლს შეცვლის.
კონფერენციაში 147 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.
ვარაუდობენ, რომ კონფერენციის ძირითადი თემის გარდა, საუბარი იქნება საერთაშორისო უსაფრთხოებაზე, მათ შორის სირიაზე.

შესაძლებელია კონფერენციაზე თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ერდორანის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შედგეს – ამის შესახებ სურვილი თურქეთის პრეზეიდენტმა გამოთქვა. კრემლს ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია ერდოღანის წინადადებაზე.

გუშინ კლიმატის დაცვის მოთხოვნით მსოფლიოს 2 000 ქალაქში აქციები გაიმართა. აქცია სიდნეიში დაიწყო, რომელშიც 35 ათასი ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

banner
წინა სტატიაშისააპელაციო სასამართლომ გააუქმა მოსამართლე ურთმელიძის განჩინება “რუსთავი 2”-ში დროებითი მმართველების შესახებ
შემდეგი სტატია100 წელი ფარდობითობის თეორიიდან